გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე, გალაკტიონის ხეივნის მოწყობის შემდეგ, კიდევ ერთი ხეივნის გაშენება დაიწყო. წითელი და თეთრი ვარდების ხეივანი გალაკტიონის ხეივნიდან დაიწყება და გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე საფეხმავლო ბილიკს მთლიანად მოიცავს. ხეივნის ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი უკვე დაწყებულია, წითელი და თეთრი ვარდები სწორედ ამ კონსტრუქციაზე გადავა და ხეივანს შექმნის. რაც შეეხება ნერგებს, მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო ხეივნის გასაშენებლად საშირო ვარდების ნერგების ნაწილს შეიძენს, ნაწილის უზრუნველყოფა კი, ადგილზე არსებული რესურსით მოხდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება