საზოგადოება
30.11.2021 12:18
იუსტიციის სახლის სერვისების ჩამონათვალს 6 ახალი მომსახურება დაემატა

იუსტიციის სახლის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების 6 ახალი მომსახურება დაემატა.

მოქალაქეებს, აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების გარდა, ასევე შეუძლიათ:

გააფორმონ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, შესაბამის მიმწოდებელ კომპანიებთან; მოითხოვონ საკუთარ ობიექტზე მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.

დაწერონ განცხადება მრიცხველის ადგილზე შემოწმების; დაარეგისტრირონ მოთხოვნა დაბალი ან მაღალი ძაბვის/წნევის პრობლემის შესახებ; დაარეგისტრირონ მოთხოვნა მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ ან დაარეგისტრირონ მოთხოვნა სასმელი წყლის ხარისხის პრობლემის შესახებ.

როგორც ზემოხსენებულ უწყებებში აცხადებენ, პროექტის განხორციელების მიზანი მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზებაა და მასში 26 კომუნალური მომსახურების კომპანიაა ჩართული. სერვისით სარგებლობა კი, საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი

 

კვირის ამბები