საზოგადოება
30.11.2021 12:05
ციფრული კოვიდ-პასპორტის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარ იქნება

ციფრული კოვიდ-პასპორტის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარ იქნება. მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ გადმოწერონ  georgia E-health - აპლიკაცია, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

„აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის. აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს; უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს და თქვენი ინფიცირების სტატუსს“, - აცხადებენ იუსტიციის სახლში. შეგახსენებთ, ხვალიდან, პირველი დეკემბრიდან გარკვეულ ობიექტებში ვიზიტისას, მოქალაქეებს მწვანე კოვიდპასპორტების წარდგენა მოუწევთ.

კვირის ამბები