საზოგადოება
30.11.2021 12:00
ყიაანი, ხოსრუაანი, სანდალაანი, ჭიჭაანი, მიხაკაანი, ეფრემაანი... გადის დრო ელვის სისწრაფით - რას წერს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი

გადის დრო ელვის სისწრაფით, უკან მოხედებასაც ვერ ვასწრებთ, გაიზარდნენ და იზრდებიან ბავშვები, რომლებსაც არ ახსოვთ ან არ იციან საიდან მოდიან და უფრო უარესი - საით მიდიან, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი წერს.

ნაზი ბერუაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს იმ გვარებისა და ოჯახების ჩამონათვალს ახსენებს, ვინც სოფლებში - კეხვსა და ბერულაში სახლობდნენ რეგიონის ოკუპაციამდე.

,,ჩემო გულკეთილო, გულდიდო და გულსიყვარულა კეხველებო და ბერულელებო, გადის დრო ელვის სისწრაფით, უკან მოხედებასაც ვერ ვასწრებთ, გაიზარდნენ და იზრდებიან ბავშვები, რომლებსაც არ ახსოვთ ან არ იციან საიდან მოდიან და უფრო უარესი - საით მიდიან. ისე გაჯანჯლდა ჩვენი დაბრუნების იმედი, თქვენი ნებართვით, გადავწყვიტე, რომ შევახსენო მათ, თუ ვისი შთამომავლები არიან, როგორ მოიხსენიებდნენ მათ ოჯახებს სოფელში.

კეხვი - ჭყინტლაანი, ყიაანი, ხოსრუაანი, მაშამიაანი, მატამეაანი, კურკაანი, ქუაანი, გუბირაანი, ბუწიაანი, ციკაანი, ლეკაანი, ტრაექტორიასი, ლუხტუაანი, წიწაკაი, სომეხაანი, გუციაანი, ფადეაანი, პილატეაანი, ქიშქიშაანი, მიხაანი, ექვთიმეაანი, ვარდანაანი, სოფელაანი, ქარქიაანი, ფირანაანი, სანდალაანი, კოკორაანი, ჭიკაანის, ხანდიაანი, ტეფოაანი, სოღუაანი, დალაქიაანი, ეფრემაანი, ოქროაანი, დუდუაანი, ბაჩაანი, ცევკაანი.

ბერულა - ფიჩირაანი, ფშაველიაანი, მიხაკაანი, გიაანი, ტიღაანი, ობაანი, დოველაანი, კოლოტაანი, ჯაჰკორაანი, ჩეჩიაანი, ქურთაულიაანი, ჭიჭიბაანი, თედორიაანი, ტერაანი, ქელეხსაანი, მექვაბიაანი, მოსიაანი, არჩუაანი, პეტრიკაანი, პეტრაანი, ბარიშვილიაანი, კოტოშაანი, ხიზანაანი, გვარაანი, ჯიკიაანი, ბრიღატიაანი, ბუზალაანი, ალალიაანი, მიტაანი, ზურაანი, სრიტინეაანი, ბალიჩაანი, ბაბალიაანი, ხადურიაანი, ტიმაანი, ფარეხაანი, ნალბანდიაანი, კრეჭიაანი, ჭიჭაანი, დალაქიაანი.

თუ გამომრჩა დაამატეთ, მოუყევით თქვენს პატარა შვილებს და შვილიშვილებს თუ ვისი ჩამომავლები არიან, რათა დავიწყებას არ მიეცეს ჩვენი ძვირფასი წარსული”, - წერს სოციალურ ქსელში ნაზი ბერუაშვილი.

ბერუაშვილს არაერთი კეხველი და ბერულელი გამოეხმაურა და უბნებისა და გვარების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზარდა: გალოაანთები, ტოროლაანთები, ქიმიშაანი, ქიბროწაანი, ქევქევაანი, ვახტანგაანი, კუჩრიაანი, ნიკულაანი, გიგოაანთი, გნუტოაანთი, შაურაანთი, ჭუპლაანთი, გოჭაანთი, კოკორაანთი, ლაღეაანთი, არტემაანთი, გიუნაანთი, ქემხაანთი, ქვრივიაანთი, ფიშოაანი, პეტრაანიი...

ნაზი ბერუაშვილი დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში არაერთ სამსახურში მუშაობდა. თავდაპირველად - ერედვის სკოლის ორგანიზატორად, შემდეგ, კეხვის სკოლის ორგანიზატორის პოზიციაზე განაგრძო მუშაობა, მალევე  ქურთის საბავშვო ბაღის გამგედ დაინიშნა, მოგვიანებით, ქურთის თემში არჩეული დეპუტატი გახლდათ, მერე კი ამავე თემის გამგეობის განათლებისა და კულტურის  სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ნაზი ბერუაშვილი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თახმობა“-ს წევრია და დევნილთა კოორდინატორი გახლავთ გორის ზონაზე.

კვირის ამბები