საზოგადოება
30.11.2021 10:58
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 80 პაციენტი

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსით ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის - 8.96% ხოლო 7 დღის - 8.95%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 865, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 674, აქედან 361 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

 

კვირის ამბები