საზოგადოება
30.11.2021 10:37
ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით - ამჯერად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება, - ამის შესახებ ჩანაწერის უკვე გაკეთებულია „საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებების პაკეტში.

როგორც ცნობილია, დოკუმენტს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს.

საგადასახადო კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოიყენოს, თუმცა, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ სამუშაოების ჩატარებისათვის დამატებითი დრო მოითხოვა და აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევა.

კვირის ამბები