საზოგადოება
29.11.2021 15:14
მომავალი წლიდან თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება

2022 წელს თბილისის და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამსრომელთა ხელფასების გათანაბრებასთან ერთად, გაგრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც.

მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.

კვირის ამბები