საზოგადოება
29.11.2021 15:07
ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის თვეში წარედგინება - ირაკლი ღარიბაშვილი

ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის თვეში წარედგინება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო.

„ჩვენ დაპირებისამებრ ვმუშაობთ აქტიურად, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბრის თვეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე,“ - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია და მთავრობა ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს.

 

კვირის ამბები