საზოგადოება
29.11.2021 14:47
ალერგოლოგი - კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება აუცრელებში

კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, „ომიკრონის“ ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინფექცია არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება.

„კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონს“ ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაც არის რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული.

ამ ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერ საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს, პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება“,-  განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

კვირის ამბები