საზოგადოება
29.11.2021 13:00
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ შავშვებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ შავშვებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და კორონავუირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია პანდემიის შეჩერება.

მერის თქმით, წამახალისებელმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა.

შავშვების ამბულატორია მეზობელ სოფლებსაც ემსახურება, სადაც აცრის მსურველებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლიათ ვაქცინაცია. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმუნიზაციის ჩატარება 6 ლოკაციაზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, მობილური ჯგუფების საშუალებით შშმ პირებს ადგილზე შეუძლიათ აცრა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამაც. ამ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ „კოვიდ-19“ საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, შეძლებენ აღნიშნული თანხის მიღებას.

კვირის ამბები