სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება.
სააგენტოს ინფორმაციით, პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა: კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება; მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტებისშესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
კანონში შეტანილი ცვლილებით პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრა ვეტერინარიის სფეროში არსებულ სამართალდარღვევებზეც. კერძოდ, ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტერინარულ აფთიაქებში, ზოომაღაზიებსა და სხვა ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ობიექტებში მკაცრდება სანქციები არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატების ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისთვის.
ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის 4 დეკემბრიდან შევა.