საზოგადოება
29.11.2021 11:23
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესს დაესწრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც პროცესს დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ სხდომის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები