საზოგადოება
29.11.2021 11:07
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 47 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 840 593-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 11 974 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 606, საიდანაც 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 728 პირი.

კვირის ამბები