საზოგადოება
26.11.2021 12:12
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 742 და გარდაიცვალა 74 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 742 და გარდაიცვალა 74 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 39 371 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები