საზოგადოება
26.11.2021 09:43
მთელი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა, დაბალი ტემპერატურა და ნალექია მოსალოდნელი

26 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. 17 საათამდე მოსალოდნელია ნალექიც, ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსს მიაღწევს.

საღამოს 20 საათიდან ნავარაუდევია უნალექო ამინდი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 ნოემბრიდან 4 დღის განმავლობაში გორში უნალექო და ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

კვირის ამბები