საზოგადოება
25.11.2021 13:49
სამედიცინო ქსელი „გორმედი“ მოსახლეობას ბინაზე მომსახურების სერვისს შესთავაზებს

სამედიცინო ქსელი „გორმედი“, უახლოეს მომავალში, მოსახლეობას ბინაზე მომსახურების სერვისს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ქსელის ადმინისტრაცია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„სამედიცინო ქსელ „გორმედის“ დამფუძნებლები და ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს სამედიცინო ქსელის კლინიკებში სერვისების გაუმჯობესებისა და დამატებითი მომსახურების დანერგვისთვის. სულ მალე, სიახლე გელოდებათ „გორმედის“ ქსელში, რაც სამედიცნო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ ბინაზეც! თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია სიახლეებზე“, - მითითებულია „გორმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

GMnews-ი დამატებითი დეტალების გასარკვევად „გორმედის“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც სამედიცინო ქსელში განგვიცხადეს, სერვისი უახლოეს მომავალში დაინერგება და მოსახლეობას შეეძლება ბინაზე მიიღოს სასურველი სამედიცინო მომსახურება, იქნება ეს ექიმის კონსულტაცია თუ საჭირო ლაბორატორიული კვლევები. GMnews-ის ინფორმაციით, შესაბამისი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება როგორც მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ბავშვებსა და მოზარდებსაც.

კვირის ამბები