„სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ადმინისტრაციას, მთლიანად მედპერსონალს, განსაკუთრებით - კოვიდ ვირუსის განყოფილების პერსონალს, ლაბორატორიას, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას კვალიფიციური მკურნალობისათვის და ჩემი გადარჩენისათვის“, - ამის შესახებ ცნობილი გორელი ექიმი ნუგზარ ქარელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
ცნობილი ქირურგი, ასევე, მადლობას უხდის თანადგომისთვის მეგობრებს, ახლობლებს და ყველა გულშემატკივარს.
„გორმედის“ ადმინისტრაციას, მთლიანად მედპერსონალს, განსაკუთრებით - კოვიდ ვირუსის განყოფილების პერსონალს, ლაბორატორიას, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას კვალიფიციური მკურნალობისათვის და ჩემი გადარჩენისათვის.
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, საყვარელ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, ყველა კეთილ ადამიანს და გორელებს ჩემი ტკივილის გაზიარებისათვის და თანადგომისათვის“, - წერს ნუგზარ ქარელი.
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ქარელი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა. ქარელი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა, თუმცა, მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სტაციონარში მოთავსება გახდა საჭირო. რამდენიმედღიანი რთული მდგომარეობის შემდეგ, ექიმმა კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა.