ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 3 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 098 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 763 755-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%, ბოლო 14 დღის - 9.15% ხოლო 7 დღის - 9.19%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 536, ქვემო ქართლი - 187, შიდა ქართლი - 244, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 263, კახეთი - 155, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმეა 1 691 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი.