ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 11 615 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 997, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 497, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427, კახეთი - 358, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 884, საიდანაც 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 698 პირი.