საზოგადოება
22.11.2021 19:21
გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, - აღნიშნულ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს და წყლის ჭავლით გადარეცხეს ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.

„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია. ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები. გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები“, - ნათქვამია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ხვალ წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ.

კვირის ამბები