საზოგადოება
22.11.2021 17:21
2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს გორის მერმა 500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა

გორის მუნი8ციპალიტეტში რეგისტრირებულ, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, 500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამა ბოლო რამდენიმე წელია ხორციელდება და მის ფარგლებში, გორის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს ურიცხავს 500 ლარის ოდენობის თანხას, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტები მოიპოვეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობაც დაიგეგმა.

კვირის ამბები