საზოგადოება
03.12.2019 13:46
ლევან ოზგებაშვილს ვარსკვლავს 6 დეკემბერს გაუხსნიან

6 დეკემბერს, გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის წინ, მსახიობ ლევან (ლეო) ოზგებაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. კონკრეტული საორგანიზაციო დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.

80 წლის ცნობილ გორელ მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ლევან ოზგებაშვილს წელს სცენაზე მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. 2017 წელს მას გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კვირის ამბები