კულტურა
22.11.2021 15:12
გორელი მოზარდის თავბრუდამხვევი წარმატება გრძელდება - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამჯერად ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალშია
გორელი მოზარდის თავბრუდამხვევი წარმატება გრძელდება - უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, ამჯერად ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას მომღერლი ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული შტატის - კონექტიკუტის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.
„მეგობრებო, ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადავედი“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
პროექტ „ნიჭიერის“ ამერიკული შოუს ფინალური ტური 18 დეკემბერს გაიმართება.
კვირის ამბები