საზოგადოება
22.11.2021 12:20
23 ნოემბერს მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
23 ნოემბერს მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.

GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 23 ნოემბერი მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღედ “, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები