ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 851 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814 097-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755 229-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 350, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 104, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 92, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 47 289 საიდანაც 6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 693 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი.