გორში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს, - აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი და ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს უკვე შეხვდნენ.
როგორც საქმიან შეხვედრაზე აღინიშნა, ასოციაცია სარეაბილიტაციო ცენტრების დააარსებას გეგმავს მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ ცენტრებში მაღალი მიღწევების სპორტსმენებს, ასევე მოზარდებს, შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში ჩასვლის გარეშე, ადგილზე მიიღონ საჭირო მომსახურება.
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა გეგმავს გორში. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ გორის მუნიციპალიტეტის მერთან. მოგეხსენებათ, ლადო ხინჩეგაშვილმა აქტიური სპორტული კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა და გადაწყვიტა, თავის ქალაქზე უკვე სხვა პოზიციიდან იზრუნოს. ვის, თუ არა მას, ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა გორში. ცენტრი, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, შეამოწმებს სპორტსმენებს პატარა ასაკიდანვე, რაც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად განვსაზღვროთ, ვის როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ვისთვის იქნება უკეთესი იჭიდაოს, ან ფეხბურთი ითამაშოს და ა.შ. ფეხბურთელი, რომელიც მიიღებს ტრავმას, არ მოუწევს რეაბილიტაციაზე სიარული თბილისში და ცენტრი შესთავაზებს სრულ მომსახურებას ადგილზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.