კულტურა
01.10.2019 18:11
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი 175-ე სეზონს საპრემიერო ჩვენებით გახსნის

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი 175-ე სეზონს 5-6 ოქტომბერს, საპრემიერო ჩვენებით გახსნის.

ახალი შემოქმედებითი სეზონი პრემიერით ,,შეცვალე“ დაიწყება. სპექტაკლი ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების მიხედვით - ,,ალისა თოვლის ქვეშ“, თანამედროვე რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. ერთმოქმედებიან პიესაში, ერისთავის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გოირგი ჩორჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ. 

წარმოდგენა თეატრის მესამე, ექსპერიმენტულ სივრცეში 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 15 ლარი გახლავთ.

კვირის ამბები