კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრიის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა.
ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და ყველა მაღაზია, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.
შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა.
როგორც ცნობილია, შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ავტრიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ავსტრიაში „ლოქდაუნის“ ამოქმედებას იმ ადამიანებისთვის გეგმავდნენ, ვისაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსი არ ჰქონდა ჩატარებული.
ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65%. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ავსტრიას დასავლეთ ევროპის ქვეყანებს შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლიხტენშტეინის შემდეგ.