საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები გორის სამხედრო ჰოპიტალში იმყოფებიან. როგორც მედიკოსებმა კლინიკაში შესვლამდე განაცხადეს, დეტალურად გაეცნობიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
როგორც ცნობილია, დღევანდელი კონსილიუმის შეკრება ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიგეგმა.
„დღეს პირველად შევდივართ ჰოსპიტალში. ვიცით, რომ ექიმები უკვე აქტიურად მუშაობენ. კონსილიუმი, პრაქტიკულად, მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან ვმუშაობთ და ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას. ანალიზების შესახებ ჩვენ ამ წუთში ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ყველაფერს ადგილზე ვნახავთ. კოლეგებთან ერთად, შევჯერდებით პროცედურებზე. ეს ვიზიტი ჯანდაცვის სამინისტროსთანაა შეჯერებული და სამინისტრო ერთ-ერთი ინიციატორია. საფრთხეები ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ. ამიტომ „რეფიდინგს“ სჭირდება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრის შეჯერება“, - განაცხადა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა სანდრო ცისკარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშილი გლდანის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.