საზოგადოება
19.11.2021 18:05
გორის მერმა შინდისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მოადგილესთან ერთად, სოფელ შინდისში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

სოფელ შინდისში, ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში 1 275 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის პარალელურად, იგეგმება  მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და გვერდულების მოწყობაც.

ცნობისთვის, ამ დრომდე სოფლის აღნიშნულ უბანში გზის საფარი არ იყო მოწესრიგებული და  როგორც ტრანსპორტს, ასევე ქვეითებს გადაადგილებისას და პრობლემას უქმნიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ნახალოვკის“ უბანში, სადაც 120-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყო. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების შემდეგ, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა სწორედ გზის საფარის მოწესრიგების პროექტიც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სოფელ შინდისში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასმელი წყლის სიტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ე. წ. „ხარებაანთ უბანშიც.“ როგორც ცნობილია, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 180-მდე  ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა. ამასთანავე, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი გარდამავალია და ის 2022 წელს დასრულდება.

კვირის ამბები