60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.
გოგოძის ინფორმაციით, ფულადი დახმარების თანხამ 2 024200 ლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია, 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება. 60 წელს გაადცილებული ის პირები, ვინც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, მათ ერთჯერადი დანამატი „ლიბერთი ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლადგახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხებათ.