საზოგადოება
19.11.2021 14:54
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6 ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6 ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო 7 საბავშვო ბაღში, გუშინ და დღეს კი, სააგენტომ კიდევ ორი ბაღის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება იმას, თუ როდიდან განაახლებენ სწავლას ეს დაწესებულებები, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ მათგანს თვითიზოლაციის ვადა მომდევნო დღეებში ეწურებათ და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის განახლების რეკომენდაცია ორშაბათიდან მიეცემათ.
,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც, რაც შეეხება სწავლის განახლებას, საკითხი თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებას ყოველთვის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ვიღებთ“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
 
 
 
 
კვირის ამბები