19 ნოემბერს მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება
19 ნოემბერს მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება.1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველ წელს აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე.
ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოსთვისაც.
ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდამდე ბავშვმა განიცადა ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს, გასული წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებიც ადასტურდებს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა: მოსახლეობის 45% ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.