ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან 412 შიდა ქართლში დადასტურდა, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 804 571-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების გათვალისწინებით, შიდა ქართლი რეგიონებში, იმერეთის შემდეგ, კვლავ მეორე ადგილ იკავებს. დღეის მონაცემებით, თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 715, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 412, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი -334, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 110, სამცხე-ჯავახეთი - 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 723, საიდანაც 6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ დროისთვის, მძიმე პაციენტია 1 630, მათგან 381 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 741 470-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.