საზოგადოება
19.11.2021 11:02
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 278 ადამიანს დაუდასტურდა, -ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 154 პაციენტი.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორნავირუსით გარდაცვალების 63 შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 804 571 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 741 470, გარდაიცვალა 11 352 პაციენტი.

კვირის ამბები