საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები - 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და 500 დოზა „რონაპრივი“ უკვე შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განახორციელდა.
„Hetero Biopharma Limited“-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. „ტოცილიზუმაბი“ აქტიურად გამოიყენება COVID 19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.
ცხნობისთვის, „Roche“-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო. „Roche“-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.