საზოგადოება
18.11.2021 15:47
მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის აპრილიდან მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

მართვის მოწმობას კი, ახალი კატეგორიები დაემატა - AM-ის და A2. როგორც ცნობილია, AM კატეგორიაში გავა მოპედები, ხოლო A2 კატეგორიაში საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები.

ამავე ცვლილების თანახმად, მოპედების მართვის უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც 16 წელი შეუსრულდებათ, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას. რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, ამ შემთხვევაში მოწმობის აღება მოქალაქეებს 18 წლიდან შეეძლებათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულება, კერძოდ, „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006/126/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.
კვირის ამბები