ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების ამ მაჩვენებლით, შიდა ქართლი საქართველოს რეგიონებს შორის კვლავ მეორე ადგილზეა იმერეთის შემდეგ.
რაც შეეხება ინფექციის გავრცელების მაჩვენებელს დედაქალაქსა და რეგიონებში, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში - 1 646, 819 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, ქვემო ქართლი - 258, , აჭარა - 190, გურია - 117, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 51 662, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 11 289 ადამიანი ემსხვერპლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში