საზოგადოება
18.11.2021 11:01
ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 446 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 446 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 800 293-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 737 316-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 11 289 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა - 190, იმერეთი - 819, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ამ ეტაპზე არის 51 662, საიდანაც 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 637 პირი.

კვირის ამბები