საზოგადოება
17.11.2021 16:25
გაეზრდებათ თუ არა ხელფასი მომავალი წლიდან საბავშვო ბაღის თანამშრომლებს

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდა 100 ლარით, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამეტში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2022 წელს, მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი.

„2022 წელს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი გამოიყოფა. მათ შორის, მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.

რაც შეეხება ზოგადი განათლების დაფინანსებას, ამ მიმართულებით გათვლილია მილიარდ 360 მილიონი ლარი.

საჯარო სკოლებში, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის დანამატის ზრდა გათვალისწინებულია 100 ლარის ოდენობით; საჯარო სკოლებში ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია 10 პროცენტის ოდენობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დაგეგმილია სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდაც, ფინანსთა მინისტრით ინფორმაციით, მანდატურების სახელფასო ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება.

კვირის ამბები