საზოგადოება
17.11.2021 12:28
1941 წლიდან დღემდე, 17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1946 წლის 17 ნოემბერს, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
1939 წლის 28 ოქტომბერს, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს. მისი დაკრძალვა საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა ათობით სტუდენტი დააპატიმრეს. ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს, მათ შორის ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივისცემის ნიშნად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. ამ თარიღს, ყოველწლიურად, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
კვირის ამბები