გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, დოკუმენტს უკან დაუბრუნებს მერს. მერია კი, ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, კვლავ წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად. აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია საჯაროა და დაინტერესებულ პირებს გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გაცნობა შეუძლიათ ონლაინ, ვებგვრდზე: gori. gov. Ge,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნდება გაზეთ ,,გორის მაცნეში“.
ინფორმაციისთვის, მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 52 953 000 ლარს შეადგენს.