საზოგადოება
17.11.2021 10:54
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 72 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 11 212 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა - 136, იმერეთი - 878, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 425, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408, კახეთი - 285, მცხეთა-მთიანეთი - 112, სამცხე-ჯავახეთი - 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 613, საიდანაც 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 660 პირი.

კვირის ამბები