საზოგადოება
16.11.2021 14:20
ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია, ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს - ამირან ამყრელიძე

ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია, რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს.

უნდა აღინიშნოს, რომ აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე, იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი.

ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის მოქალაქეთა აცრის მაჩვენებელი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

კვირის ამბები