საზოგადოება
16.11.2021 13:41
ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა - თამარ გაბუნია

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა, რაც იმედისმომცემია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, საწოლფონდი ისევ მაქსიმალურ დონეზეა მობილიზებული.

„ამ დროისთვის, მობილიზებულია 8 871 საწოლი. დღეის მონაცემებით, კლინიკაში იმყოფება 6 718 პაციენტი, აქედან 1 766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში.

მოგეხსენებათ, 8 ნოემბრიდან ვაქცინაცის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში ამოქმედდა 60 წლის ზემოთ პირთა ფინანსური წახალისების სქემა, ამან სტიმული მისცა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას.

ვაქციინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 ათასს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი მატება არის მოსალოდნელი. ასევე, მიმდინარეობს „ბუსტერ“ პოზების ადმინისტრირება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. „ბუსტერ“ დოზების განსაკუთრებით მაღალი გამოყენება არის 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა. 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები