საზოგადოება
16.11.2021 12:26
გორის მეხუთე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა
სსიპ -გორის მეხუთე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 8 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ და ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიებისა და ქცევის მართვის საკითხებზე.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 300 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 19 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს.
კვირის ამბები