ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 5 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 727 184-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 11 140 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ამ ეტაპზე არის 52 765, საიდანაც 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 677 პირი.