საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას.
საქართველოსთან ერთად, ევროკომისიამ აღიარა მოლდოვას, სერბეთის და ახალი ზელანდიის კოვიდ-პასპორტებიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში