საზოგადოება
16.11.2021 10:13
მთელი დღის განმავლობაში გორში ღრუბლიანობა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი - გაეცანით უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზს

დღეს, 16 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნახევრადღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით + 10 გრადუსს მიაღწევს. დილის საათებში მოსალოდნელია მცირე ნალექიც, მღელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი 8 მ/წ-ის სიჩქარით. საღამოს 20 საათიდან კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, ჰაერის დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი. 17, 18 და 19 ნოემბერს კი, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვაც და ჰაერის ტემპერატურა - 2 გრადუსამდე დაეცემა.

კვირის ამბები