პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს. გორში მცხოვრებ დაინტერესებულმა პირებს განაცხადის გაკეთება სამების ქუჩის N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ. განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info @idp. gov.ge.
პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.